SEAGULL / DOLPHIN SURFკომპაქტური ელექტრო ქალაქის მანქანა$13,900-დან
DOLPHINმოქნილი და მრავალმხრივი ელექტრო ჰეჩბექი$18,900-დან
YUAN UP / ATTO 2ელექტრო კომპაქტური SUV$18,900-დან
SONG PLUS / SEAL Uფართო, კომფორტული და პრაქტიკული SUV$24,300-დან
BYD ATTO 3ექსპრესიული და დინამიური C-SUV
BYD ATTO 3 EVOელექტრო SUV 510 კმ გარბენით
SEA LION 7მაღალი წარმადობის ელექტრული SUV$26,500-დან
BYD SEALდინამიური და ინტელექტუალური
BYD HANდახვეწილი და სპორტული სედანი$29,900-დან
BYD TANG7-ადგილიანი სრულად ელექტრული SUV
SONG Lსაშუალო ზომის კუპე SUV
QINელექტრო სედანი$21,800-დან
LEOPARD 3ოფროუდ SUV$22,500-დან
LEOPARD 5ჰიბრიდული ოფროუდ SUV
BYD T4სრულად ელექტრული მსუბუქი სატვირთო
BYD T5 DMჰიბრიდული მსუბუქი სატვირთო$34,000-დან
BYD-ს D-სეგმენტის სედანი SEAL და C-სეგმენტის საოჯახო ჰეჩბეკი DOLPHIN-ს მიენიჭათ ხუთვარსკვლავიანი შეფასება Euro NCAP-ის უსაფრთხოების ტესტებში, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს BYD-ის უახლესი e-Platform 3.0 ტექნოლოგიის უსაფრთხოების სარგებელს. გამორჩეული შედეგებია: 89%-იანი შეფასება მოზრდილი მგზავრების დაცვისთვის და 87%-იანი ბავშვების დაცვისთვის. ახალ მოდელებში გამოყენებულია ულტრა უსაფრთხო Blade Battery, რომელიც სისტემური ეფექტიანობისა და ინტეგრირებული ავტომობილის ინტელექტის უმაღლეს დონეს წარმოადგენს. BYD-ის სრულიად ელექტრო მოდელებმა – SEAL და DOLPHIN – მიიღეს ხუთვარსკვლავიანი უსაფრთხოების რეიტინგები Euro NCAP-ის მიერ, რომელიც ევროპის წამყვანი დამოუკიდებელი უსაფრთხოების შეფასების პროგრამაა.
D-სეგმენტის სედანმა BYD SEAL-მა უმაღლესი სტანდარტით დაასრულა მთელი უსაფრთხოების ტესტირების პროცესი, რითაც წარმოჩინდა მისი აქტიური და პასიური უსაფრთხოების გამორჩეული მახასიათებლები, ასევე BYD-ის CTB (Cell to Body) ტექნოლოგიის სტრუქტურული უპირატესობები. C-სეგმენტის ჰეჩბეკმა, BYD DOLPHIN-მა, დაამტკიცა თავისი მაღალი ხარისხი მოზრდილთა და ბავშვების დაცვის მაღალი ქულებით. Euro NCAP-მა ვარსკვლავური შეფასების სისტემა შექმნა იმისთვის, რომ მომხმარებლებს, მათ ოჯახებს და ბიზნესებს გაუადვილოს ავტომობილების შედარება და დაეხმაროს უსაფრთხო არჩევანის გაკეთებაში. როგორც BYD SEAL-ს, ისე BYD DOLPHIN-ს მიენიჭათ 5-ვარსკვლავიანი ჯილდო ოთხ კატეგორიაში შეფასების საფუძველზე: მოზრდილი მგზავრის დაცვა, ბავშვების დაცვა, უსაფრთხოების დამხმარე სისტემები და დაუცველი გზის მომხმარებლების დაცვა. BYD-ის აწყობის ხარისხი და ტექნოლოგიები განსაკუთრებული აღიარებით აღინიშნა ტესტებში მაქსიმალური ქულების მიღება BYD-ის მშენებლობის ხარისხისა და უახლესი ტექნოლოგიების დამსახურებაა. ახალი თაობის e-Platform 3.0 მოიცავს მსოფლიოში პირველად მასობრივად წარმოებულ მაღალ ინტეგრირებულ 8-იან ელექტრო ძრავის სისტემას, რომელიც აერთიანებს ყველა ელექტრონულ კონტროლერსა და მართვის სისტემას, ასევე ინტენსიურად გამოცდილ ულტრა უსაფრთხო Blade Battery-ს.
ამ პლატფორმას გააჩნია „მრავალმიმართული დატვირთვის გადაცემის“ სტრუქტურა, რომელიც შეჯახების შემთხვევაში ენერგიის მართვად შეწოვას უზრუნველყოფს და მინიმუმამდე ამცირებს ზიანს სალონში. Cell-to-Body (CTB) ტექნოლოგია მგზავრების დაცვა კიდევ უფრო იზრდება გამაგრებული და მაღალი ტორზიული სიმტკიცის მქონე კორპუსის სტრუქტურით. BYD SEAL-ს აქვს სუპერ სპორტული მანქანის მსგავსი ტორზიული სიმტკიცე – 40,500 N·მ/გრადუსზე. უსაფრთხოების ტესტში ამ ხარისხმა გამოიღო შესანიშნავი შედეგი: მოზრდილი მგზავრების დაცვის შეფასება – 89%. CTB ტექნოლოგიის წყალობით, რომელსაც ავტომობილის უსაფრთხოების გაუმჯობესება შეუძლია, SEAL-ის სალონი წინა შეჯახების ტესტშიც სტაბილური დარჩა და მძღოლისა და მგზავრის კარგი დაცვა აჩვენა. ამასთანავე, BYD SEAL-მა კარგი დაცვა უზრუნველყო კისრის ტრავმების (whiplash) წინააღმდეგ. მოწონებით იქნა აღნიშნული eCall სისტემა და მუხრუჭების ავტომატური აქტივაცია შეჯახების შემდეგ მეორადი ავარიების თავიდან ასაცილებლად.