BYD SEAL

BYD SEAL

დინამიკური და ინტელექტუალური

მაქსიმუმ

3.8წ

AWD 0-100 კმ/სთ

570კმ

WLTP კომბინირებული ციკლი

82.5კვტ.სთ

ბატარეის ტევადობა

ფასი

SEAL

დინამიკური და ინტელექტუალური

დინამიკა

მოემზადეთ ამაღელვებელი მოგზაურობისთვის თქვენს BYD SEAL-თან ერთად! 390 კვტ სიმძლავრის მაღალი წარმადობის ელექტროძრავის წყალობით სრულწამყვანი ვერსია 0-100 კმ/სთ-მდე სულ რაღაც 3.8 წამში აჩქარდება — მართვის ჭეშმარიტად ემოციური გამოცდილება, რომელიც აღფრთოვანებულს დაგტოვებთ.

დინამიკა

  • ოკეანის ესთეტიკის დიზაინი

    ოკეანის ესთეტიკის დიზაინი

    BYD SEAL-ის წინა ნაწილი X დიზაინის კონცეფციას მიჰყვება, შთამბეჭდავი და დინამიკური გვერდითი ხაზი კი სრულად წარმოაჩენს დინამიკისა და სტილის ერთობლიობას.

  • iF Design Award-ის გამარჯვებული

    iF Design Award-ის გამარჯვებული

    შთამბეჭდავი BYD SEAL ოკეანით შთაგონებული დიზაინის ნამდვილი შედევრია — მისი X-ფორმის წინა ნაწილი სპორტულობასა და სტილს ასხივებს. ავტომობილი პრესტიჟული iF Design Award-ის მფლობელია, რაც მისი დიზაინისა და ინოვაციურობის უპირატესობას ადასტურებს.

  • ნათელი, როგორც არასდროს

    ნათელი, როგორც არასდროს

    წინა ფარებში უნიკალური, ორმაგი U-ფორმის სანათი ბლოკებია, რომლებიც საფეხურებრივადაა განლაგებული და მოცულობით ეფექტს ქმნის. დაინახეთ გზა ისე, როგორც არასდროს, და იგრძენით უფრო უსაფრთხო და სასიამოვნო მართვა. უკანა ფარები წერტილოვანი მატრიცის სახითაა შესრულებული და მთელ უკანა ნაწილს გასდევს.

ზომები
სალონი

სალონი

მართვის თეატრი, რომელიც გარს გახვევთ

მართვის თეატრი, რომელიც გარს გახვევთ: მაღალი ხარისხის აუდიოსისტემა ყოველ მგზავრობას ნამდვილ თეატრალურ განცდად აქცევს. HIFI Dynaudio Premium Sound სისტემას 12 უახლესი დინამიკი აქვს, რომლებიც შეუდარებელ აკუსტიკურ ჟღერადობას იძლევა.

ინტეგრირებული სპორტული სავარძლები

ინტეგრირებული სპორტული სავარძლები: ინტეგრირებული სპორტული სავარძლები ერგონომიკის პრინციპებითაა შექმნილი, რომ მართვისას მაქსიმალური კომფორტი მოგანიჭოთ. გათბობადი წინა სავარძლები ელექტრულად რეგულირდება და თქვენს მოთხოვნებსა და სურვილებს ერგება — კიდევ უფრო სასიამოვნო მგზავრობისთვის.

სალონი

  • 15.6” მაღალი გარჩევადობის სენსორული ეკრანი

    15.6” მაღალი გარჩევადობის სენსორული ეკრანი

    ცენტრალურ კონსოლზე 15.6 დიუმიანი მულტიმედიური სენსორული ეკრანია განთავსებული, რომელიც მართვას უფრო მარტივსა და სასიამოვნოს ხდის.

  • პანორამული ჭერი

    პანორამული ჭერი

    დატკბით გარემოს სილამაზით პანორამული ჭერის წყალობით. იგრძენით ღია ცის თავისუფლება და ბუნებრივი შუქი, რომელიც თქვენი ავტომობილის სალონს ავსებს.

  • ჭკვიანი სათავსოები

    ჭკვიანი სათავსოები

    BYD SEAL-ს არა მხოლოდ ფართო, 400-ლიტრიანი უკანა საბარგული აქვს, არამედ დამატებით 53 ლიტრი სივრცე წინა, სახურავიან საბარგულშიც. ეს ჭკვიანი და პრაქტიკული გადაწყვეტაა მგზავრობისას ბარგის განთავსების ნებისმიერი საჭიროებისთვის.

დატენვა

დატენვა

სწრაფი დატენვა პრობლემა არაა. 150 კვტ სიმძლავრის DC დამტენით BYD SEAL სულ რაღაც 26 წუთში იტენება (30%-დან 80%-მდე). 11 კვტ AC დატენვა კი სახლში დატენვას კიდევ უფრო მოსახერხებელსა და მარტივს ხდის.

ტექნოლოგიები

აღმოაჩინეთ BYD-ის ტექნოლოგიები და უსაფრთხოება

CTB (cell-to-body) ტექნოლოგია

CTB (cell-to-body) ტექნოლოგია

BYD SEAL პირველი მოდელია, რომელიც BYD-ის მიერ შემუშავებული CTB ტექნოლოგიითაა აღჭურვილი.

ეს უახლესი ტექნოლოგია Blade Battery-ს უშუალოდ ავტომობილის კორპუსში აერთიანებს და მტკიცე „სენდვიჩის“ სტრუქტურას ქმნის, რომლის გრეხვითი სიხისტე შთამბეჭდავ 40 500 N·m/°-ს აღწევს. ეს პრემიუმ კლასის ავტომობილების დონეა — შედეგად ელექტრომობილი უფრო დაცულად იგრძნობა, უკეთ იმართება და უფრო ფართო სალონი აქვს.

CTB ტექნოლოგიასთან ერთად Blade Battery უკვე მეტია, ვიდრე ენერგიის წყარო — ის კონსტრუქციის ნაწილიცაა, რომელიც სოლიდურ დატვირთვას უძლებს.
iTAC — ბრუნვის მომენტის ინტელექტუალური კონტროლის სისტემა

iTAC — ბრუნვის მომენტის ინტელექტუალური კონტროლის სისტემა

BYD SEAL უახლესი iTAC ტექნოლოგიით სტანდარტს კიდევ უფრო მაღლა სწევს. ეს მოწინავე სისტემა ბორბლების სრიალს მინიმუმამდე დაჰყავს ან სრულიად გამორიცხავს და ავტომობილის სიმძლავრის სრულ პოტენციალს ათავისუფლებს. ის არა მხოლოდ უსაფრთხოებას ზრდის, არამედ BYD SEAL-ის მართვადობასაც აუმჯობესებს — გლუვი და თავდაჯერებული სვლისთვის.

iTAC-ის წყალობით ავტომობილის მდგრადობის აღდგენა აღარ ეყრდნობა სიმძლავრის უბრალო შემცირების ტრადიციულ მეთოდს — სისტემა ინტელექტუალურად ანაწილებს ბრუნვის მომენტს: გადააქვს ღერძებს შორის, დოზირებულად ამცირებს ან უარყოფით მომენტსაც კი მიაწვდის.
e-Platform 3.0

e-Platform 3.0

BYD SEAL სრულიად ახალ BYD e-Platform 3.0 პლატფორმაზეა აგებული, რომელიც ექსკლუზიურად სუფთა ელექტრომობილებისთვისაა შექმნილი. ინტელექტის, ეფექტიანობის, უსაფრთხოებისა და ესთეტიკის უპირატესობების სრულად გამოყენებით e-Platform 3.0 მიზნად ისახავს ახალი ენერგიის ავტომობილების უსაფრთხოებისა და დაბალ ტემპერატურაზე გამავლობის გაუმჯობესებას და ინტელექტუალური მართვის გამოცდილების განვითარებას — უფრო ეფექტიანი და უსაფრთხო ახალი თაობის ჭკვიანი ელექტრომობილების შესაქმნელად.
BYD Blade Battery

BYD Blade Battery

BYD 29 წელზე მეტია ბატარეების ინდუსტრიის პიონერია. ჩვენმა უახლესმა, ინდუსტრიის წესების შემცვლელმა Blade Battery-მ ექსტრემალურ პირობებში მკაცრი ტესტების სერია გაიარა და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ბატარეად დამკვიდრდა.
მსოფლიოში პირველი სერიული 8-in-1 ელექტრული ძალური აგრეგატი

მსოფლიოში პირველი სერიული 8-in-1 ელექტრული ძალური აგრეგატი

BYD-ს მიწოდების ჯაჭვში ვერტიკალური ინტეგრაციის უნიკალური შესაძლებლობები აქვს. კომპანია ერთ სისტემაში აერთიანებს 8 ძირითად კომპონენტს — VCU, BMS, MCU, PDU, DC-DC კონტროლერს, ბორტის დამტენს, ელექტროძრავასა და ტრანსმისიას — და ქმნის მსოფლიოში პირველ სერიულ 8-in-1 ელექტრულ ძალურ აგრეგატს, რომელიც მაქსიმალურად ეფექტიანად იყენებს სივრცესაც და ენერგიასაც.
მაღალეფექტიანი სითბური ტუმბოს სისტემა — სტანდარტულად

მაღალეფექტიანი სითბური ტუმბოს სისტემა — სტანდარტულად

ენერგოეფექტიანი სითბური ტუმბოს თანამედროვე სისტემა სტანდარტულ აღჭურვილობაშია. ის საიმედოდ მუშაობს ტემპერატურის ფართო დიაპაზონში და მაქსიმალურად იყენებს ნარჩენ სითბოს — გარემოდან, ძალური აგრეგატიდან, სალონიდან და თვით ბატარეიდანაც. შედეგად იზრდება თერმული ეფექტიანობა და მცირდება ენერგიის დანაკარგი როგორც გათბობის, ისე გაგრილების დროს. შესაბამისად, დაბალ ტემპერატურაზე ავტონომია იზრდება.

ძირითადი მაჩვენებლები

SEAL სპეციფიკაცია

AWD 0-100 კმ/სთ
მაქსიმუმ 3.8 წ
WLTP კომბინირებული ციკლი
570 კმ
ბატარეის ტევადობა
82.5 კვტ.სთ

სპეციფიკაციები შესაძლოა განსხვავდებოდეს კონკრეტული კომპლექტაციის მიხედვით.

დაჯავშნე ტესტ დრაივი

ორი ველი — სახელი და ნომერი. დანარჩენს ჩვენ მოვაგვარებთ: დაგირეკავთ და შევათანხმებთ დროს.

მოდელი BYD SEAL შეცვლა
დამატებითი — დღე და შენიშვნა
ან დაგვირეკე (+995) 577 34 38 38