
DOLPHIN SURF-ის ჭკვიანი სალონი სასარგებლო ტექნოლოგიებითაა სავსე. ხელსაწყოთა დაფაზე BYD-ის საფირმო 10.1 დიუმიანი მბრუნავი სენსორული ეკრანია — Apple CarPlay-სა და Android Auto-ს მხარდაჭერით.
SEAGULL / DOLPHIN SURFკომპაქტური ელექტრო ქალაქის მანქანა$13,900-დან
DOLPHINმოქნილი და მრავალმხრივი ელექტრო ჰეჩბექი$18,900-დან
YUAN UP / ATTO 2ელექტრო კომპაქტური SUV$18,900-დან
SONG PLUS / SEAL Uფართო, კომფორტული და პრაქტიკული SUV$24,300-დან
BYD ATTO 3ექსპრესიული და დინამიური C-SUV
BYD ATTO 3 EVOელექტრო SUV 510 კმ გარბენით
SEA LION 7მაღალი წარმადობის ელექტრული SUV$26,500-დან
BYD SEALდინამიური და ინტელექტუალური
BYD HANდახვეწილი და სპორტული სედანი$29,900-დან
BYD TANG7-ადგილიანი სრულად ელექტრული SUV
SONG Lსაშუალო ზომის კუპე SUV
QINელექტრო სედანი$21,800-დან
LEOPARD 3ოფროუდ SUV$22,500-დან
LEOPARD 5ჰიბრიდული ოფროუდ SUV
BYD T4სრულად ელექტრული მსუბუქი სატვირთო
BYD T5 DMჰიბრიდული მსუბუქი სატვირთო$34,000-დან 

კომპაქტური ელექტრომობილი ქალაქისთვის
507კმ
WLTP, კომბინირებული ქალაქური ციკლი22წთ
30%-80%10.1"
სენსორული ეკრანიფასი
$13,900-დან
კომპაქტური ელექტრომობილი ქალაქისთვის
დინამიკა
BYD DOLPHIN SURF ახალი ენერგიის ავტომობილების მსოფლიოში უმსხვილესი ბრენდის სტილური, მხიარული ხასიათის მოდელია. მასში ერთიანდება მკვეთრი დიზაინი, ფართო სალონი, ენერგიული დინამიკა და BYD-ის საფირმო ბორტული ტექნოლოგიები — იდეალური არჩევანი მათთვის, ვისაც ფუნქციებზე კომპრომისი არ სურს.
დინამიკა

BYD DOLPHIN SURF-ის C-სვეტს ყინულის კრისტალებით შთაგონებული წერტილოვანი ორნამენტი ამშვენებს. ის სახურავს ვიზუალურად გამოყოფს და „მოლივლივე“ ეფექტს ქმნის.
უკან კი მთელ სიგანეზე გაშლილი LED ფარები დომინირებს — ამ კომპაქტური ელექტრომობილის კიდევ ერთი გამორჩეული დეტალი.

BYD DOLPHIN SURF-ის ფარები სუფთა, მკვეთრი ხაზებითაა შესრულებული და ექვსი დახრილი სანათი ზოლისგან შედგება. კომპაქტურ ელექტრომობილს დღის სავალი შუქებიც აქვს, რაც მას მთლიანობაში მკვეთრ და დახვეწილ იერს ანიჭებს.

DOLPHIN SURF-ის სახურავში ინტეგრირებული სპოილერი მის სპორტულ იერს კიდევ უფრო აძლიერებს — ის აეროდინამიკურ პროფილს ავსებს, ეფექტიანობას ზრდის და შესანიშნავ გამავლობაშიც შეაქვს წვლილი.




სალონი

DOLPHIN SURF-ის ჭკვიანი სალონი სასარგებლო ტექნოლოგიებითაა სავსე. ხელსაწყოთა დაფაზე BYD-ის საფირმო 10.1 დიუმიანი მბრუნავი სენსორული ეკრანია — Apple CarPlay-სა და Android Auto-ს მხარდაჭერით.

DOLPHIN SURF-ს ხმოვანი მართვაც აქვს — ბრძანებით „Hi BYD“ მრავალ მთავარ ფუნქციაზე ისე გაქვთ წვდომა, რომ ხელებს საჭეს არ აშორებთ.
სალონი

მთელი ხელსაწყოთა დაფის მთავარი ელემენტი — 10.1 დიუმიანი ეკრანი — ზუსტად სწორ სიმაღლეზეა: მძღოლი უსაფრთხოდ მართავს და ყურადღება წინ გზასა და გარშემო მოძრაობას არ სცილდება.

BYD DOLPHIN SURF-ის კონდიციონერის დეფლექტორები მკვეთრი ხაზებითა და კიბერპანკით შთაგონებული სტილური დიზაინითაა შესრულებული — ფუტურისტული, სახალისო და დინამიკური განწყობისთვის.

კომპაქტური ელექტრომობილისთვის სივრცე აქ უხვადაა — DOLPHIN SURF-ის წინა სპორტულ სავარძლებზე ზიხართ თუ ფართო უკანა სალონში. ეს ქალაქური ელექტრომობილი საყრდენისა და კომფორტის იდეალურ ერთობლიობას გთავაზობთ. სავარძლები ელექტრული რეგულირებითა და გათბობითაც არის ხელმისაწვდომი.

ტექნოლოგიები






BYD DOLPHIN SURF-ს მართვის დამხმარე სისტემების მოწინავე კომპლექსი (ADAS) სტანდარტულად აქვს: ინტელექტუალური კრუიზ-კონტროლი, ავტომატური საგანგებო დამუხრუჭება, ზოლიდან გადახვევის ასისტენტი და შორი შუქის ინტელექტუალური მართვა.
BYD DOLPHIN SURF უსაფრთხოების სრული აღჭურვილობითაა დაკომპლექტებული. სტანდარტულად მას სულ ექვსი უსაფრთხოების ბალიში აქვს — მძღოლისა და წინა მგზავრის, გვერდითი ფარდა-ბალიშები და წინა სავარძლების გვერდითი ბალიშები.
DOLPHIN SURF BYD-ის განსაკუთრებულად უსაფრთხო Blade Battery-ს იყენებს და რევოლუციური e-Platform 3.0-ის უსაფრთხოების თვისებებს იმემკვიდრებს — ის ელექტრომობილებისთვის სპეციალურად შექმნილ, უსაფრთხო ძარის სტრუქტურას უზრუნველყოფს.
BYD DOLPHIN SURF კომპაქტური ელექტრომობილია, მაგრამ გონივრული განლაგების წყალობით ყოველდღიური ცხოვრებისთვის სრულად მზადაა. საბარგულის მოცულობა 308 ლიტრია, უკანა სავარძლების დაკეცვით კი 1 037 ლიტრამდე იზრდება. სულ DOLPHIN SURF-ს 20-ზე მეტი მოხერხებული სივრცე აქვს ნივთებისთვის — წინა სავარძლებს შორის ჭიქის ორი სადგამიდან საბარგულის იატაკქვეშა დამატებით სივრცემდე.


BYD DOLPHIN SURF-ის 4G კავშირი მართვის ულტრაჭკვიან გამოცდილებას ქმნის, ნავიგაცია კი სტანდარტულ აღჭურვილობაშია. Android Auto, Apple CarPlay და ინტელექტუალური ხმოვანი მართვა საჭესთან გატარებულ დროს უწყვეტსა და უსტრესოს ხდის. DOLPHIN SURF-ს OTA (Over-The-Air) განახლებები აქვს, ასე რომ ტექნოლოგიის უახლესი მიღწევებით ყოველთვის ისარგებლებთ.
BYD DOLPHIN SURF ყოველთვის მზადაა გასამგზავრებლად — სმარტფონით NFC უგასაღებო წვდომის წყალობით ავტომობილში ჩაჯდომა მაშინაც მარტივია, როცა ხელები დაკავებული გაქვთ. მგზავრობამდე კონდიციონერს დისტანციურად, ტელეფონიდან მართავთ და DOLPHIN SURF-ის სალონს წინასწარ აგრილებთ ან ათბობთ.


BYD DOLPHIN SURF-ის DC დატენვის მაქსიმალური სიმძლავრე 85 კვტ-ია — ბატარეა 10%-დან 80%-მდე სულ რაღაც 30 წუთში ივსება. დატენვის ეს სიჩქარე ყოველდღიური ქალაქური მგზავრობისთვის სრულიად საკმარისია, საჭიროებისას კი DOLPHIN SURF უფრო შორ მოგზაურობასაც ადვილად გაართმევს თავს.
V2L (Vehicle to Load) ტექნოლოგიით BYD DOLPHIN SURF თქვენს აქტიურ ცხოვრებას გარეთაც მხარს უჭერს. ავტომობილი დიდ პაუერბანკად იქცევა — ჩართეთ ყველაფერი, ყავის აპარატიდან განათებამდე და ვიდეოთამაშებამდე: ერთადერთი ზღვარი თქვენი ფანტაზიაა.
კომპლექტაციები
სპეციფიკაციები შესაძლოა განსხვავდებოდეს კონკრეტული კომპლექტაციის მიხედვით.
ორი ველი — სახელი და ნომერი. დანარჩენს ჩვენ მოვაგვარებთ: დაგირეკავთ და შევათანხმებთ დროს.