SEAGULL / DOLPHIN SURFკომპაქტური ელექტრო ქალაქის მანქანა$13,900-დან
DOLPHINმოქნილი და მრავალმხრივი ელექტრო ჰეჩბექი$18,900-დან
YUAN UP / ATTO 2ელექტრო კომპაქტური SUV$18,900-დან
SONG PLUS / SEAL Uფართო, კომფორტული და პრაქტიკული SUV$24,300-დან
BYD ATTO 3ექსპრესიული და დინამიური C-SUV
BYD ATTO 3 EVOელექტრო SUV 510 კმ გარბენით
SEA LION 7მაღალი წარმადობის ელექტრული SUV$26,500-დან
BYD SEALდინამიური და ინტელექტუალური
BYD HANდახვეწილი და სპორტული სედანი$29,900-დან
BYD TANG7-ადგილიანი სრულად ელექტრული SUV
SONG Lსაშუალო ზომის კუპე SUV
QINელექტრო სედანი$21,800-დან
LEOPARD 3ოფროუდ SUV$22,500-დან
LEOPARD 5ჰიბრიდული ოფროუდ SUV
BYD T4სრულად ელექტრული მსუბუქი სატვირთო
BYD T5 DMჰიბრიდული მსუბუქი სატვირთო$34,000-დან 
მოქნილი და მრავალმხრივი ჰეჩბეკი
7წ
0-100 კმ/სთ150კვტ
მაქს. სიმძლავრე427კმ
WLTP კომბინირებულიფასი
$18,900-დან
მოქნილი და მრავალმხრივი ჰეჩბეკი

ექსტერიერი
ელექტრული ჰეჩბეკი BYD DOLPHIN ახალ დიზაინ-კონცეფციას — „ოკეანის ესთეტიკას“ — ეფუძნება. ძარის დახვეწილი მოხაზულობა, მკვეთრი ნაკეცები და მოედინე კონტურები თავდაჯერებულ და ელეგანტურ იერს ქმნის, რომელსაც სრულად ელექტრული ძალური აგრეგატი ამყარებს. იგრძენით თავისუფლება BYD DOLPHIN-თან ერთად.
ექსტერიერი

ამ ელექტრული საქალაქო ავტომობილის წინა და უკანა ფარების დიზაინი ოკეანიდან ამოხტომილი დელფინების დინამიკური მოძრაობითაა შთაგონებული.

ცენტრალურ ცხაურზე მთელ სიგანეზე გაშლილი უწყვეტი LED ფარი და უკანა ფარების დინამიკური დიზაინი ავანგარდულ სტილსა და ტექნოლოგიურობას ავლენს.



სალონი
ფუტურისტული, ჰაერში დაკიდებული ცენტრალური კონსოლი თანამედროვე, დინამიკურ სამართავ გარემოს ქმნის. მთელ პანელზე გამავალი მეტალის დეკორატიული ზოლი კი ლამაზ, მინიმალისტურ მოხრილ ზედაპირად იკვრება.


სალონი

დიდი, დომინანტური ეკრანი დაკავშირებული სამყაროს ცენტრია — მასში ინტელექტუალური ხმოვანი მართვა და დაკავშირებული ავტომობილის ფუნქციებია გაერთიანებული. მართეთ ეს ელექტრული საქალაქო ავტომობილი ყურადღების გაფანტვის გარეშე და გამოცდილებას ჭკვიანი გართობაც დაუმატეთ.

ძირითადი ფუნქციები და მართვის ელემენტები ცენტრალურ კონსოლშია ინტეგრირებული ტაქტილური სლაიდერ-გადამრთველების სახით, ამიტომ მძღოლი მათ უფრო მარტივად და უსაფრთხოდ პოულობს.

ინტეგრირებული სპორტული სავარძლები შორ მანძილზეც კომფორტს ინარჩუნებს და მოხვევისას მყარ გვერდით საყრდენს გთავაზობთ. ისინი ვეგანური ტყავისგანაა დამზადებული — ეკოლოგიური გადაწყვეტა სტილზე კომპრომისის გარეშე. მრავალმხრივი რეგულირებით სავარძელს ზუსტად თქვენს საჭიროებებს მოარგებთ.

ამ ელექტრული ჰეჩბეკის სრულზომიანი პანორამული შუშის ჭერი მთელ სალონს ფარავს, შეუდარებელ ულტრაფართო ხედს ხსნის და ვრცელ სალონს ბუნებრივი შუქით ავსებს.

BYD DOLPHIN 4G ინტელექტუალური კავშირის სისტემით არის აღჭურვილი, რომელიც ღრუბლოვანი სერვისის ფარგლებში წამყვან ტექნოლოგიურ გამოცდილებასა და OTA (Over-the-Air) განახლებებს გთავაზობთ.

სალონში ნივთების მრავალი ადგილია: დიდი ჯიბეები კარებში, ცენტრალური დახურული ყუთი და ღრმა თარო მძღოლის მთავარი საინფორმაციო ეკრანის ქვეშ.

e-platform 3.0-ის წყალობით მოკლე წინა და უკანა გადმოკიდება და გრძელი ბაზა ავტომობილს უფრო ვრცელ იერს ანიჭებს. უკანა ნაწილს ბრტყელი იატაკი აქვს, ამიტომ შუა ადგილზე მჯდომ მგზავრს მეტი კომფორტი და სივრცე ხვდება.

მიუხედავად იმისა, რომ ეს კომპაქტური ჰეჩბეკია, საბარგულში თავისუფლად ეტევა ოთხი სტანდარტული, 20 დიუმიანი ჩემოდანი. სავარძლები 60:40 პროპორციით იკეცება — ორივე ნაწილის დაკეცვით 345-ლიტრიანი საბარგული 1 310 ლიტრამდე იზრდება.

BYD DOLPHIN-ის უსაფრთხოების მაღალი დონე ავტომობილების შეფასების დამოუკიდებელმა ევროპულმა პროგრამამ (Euro NCAP) ტესტებით დაადასტურა. BYD DOLPHIN-მა უსაფრთხოების უმაღლესი საერთო შეფასება — 5 ვარსკვლავი — მოიპოვა.
ტექნოლოგიები



სტანდარტული ნავიგაციითა და აპლიკაციების ფართო არჩევანით, მათ შორის Android Auto-თი და Apple CarPlay-ით, BYD DOLPHIN-ის 4G კავშირის სისტემა ულტრაჭკვიან მართვის გამოცდილებას ქმნის — წამყვანი ინფოგასართობი სისტემა ინტელექტუალურ ხმოვან მართვასთან ერთად. OTA (Over-The-Air) განახლებების წყალობით კი ყოველთვის უახლესი ტექნოლოგიური მიღწევებით ისარგებლებთ.
ელექტრული საქალაქო ავტომობილი BYD DOLPHIN NFC ბარათით ან iPhone-ით უგასაღებო შესვლის კომფორტს გთავაზობთ. სიცხეა თუ სიცივე, სალონი მგზავრობისთვის კონდიციონერის დისტანციური მართვით მოამზადეთ — სანამ სახლიდან გამოხვალთ.


100 კვტ სიმძლავრის DC დამტენით ბატარეა 30%-დან 80%-მდე სულ რაღაც 29 წუთში ივსება.
BYD DOLPHIN-ს V2L ტექნოლოგია აქვს, რომელიც 3.3 კვტ სიმძლავრით გარე მოწყობილობების კვებას უზრუნველყოფს. ასე ეს ახალი ენერგიის ავტომობილი მობილურ ელექტროსადგურად იქცევა — იდეალურია პიკნიკისა და ღია ცის ქვეშ კინოჩვენებისთვის.
კომპლექტაციები
სპეციფიკაციები შესაძლოა განსხვავდებოდეს კონკრეტული კომპლექტაციის მიხედვით.
ორი ველი — სახელი და ნომერი. დანარჩენს ჩვენ მოვაგვარებთ: დაგირეკავთ და შევათანხმებთ დროს.