← ყველა სიახლე

BYD თურქეთში დისტრიბუტორის სახით ALJ Turkey-სთან ძალებს აერთიანებს

BYD-მა (Build Your Dreams), ახალი ენერგიის ავტომობილებისა და აკუმულატორული ბატარეების წამყვანმა მსოფლიო მწარმოებელმა, ALJ Turkey-სთან განზრახვის წერილს მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც ის თურქეთში BYD-ის ელექტრული მსუბუქი ავტომობილებისა და მსუბუქი კომერციული ავტომობილების დისტრიბუტორი გახდება.

ALJ Turkey BYD-ის ეკოლოგიურად სუფთა ელექტრომობილების ინოვაციური მოდელური რიგის გაყიდვებსა და გაყიდვის შემდგომ მხარდაჭერაზე პასუხისმგებლობას იღებს. ინდუსტრიაში ხანგრძლივი ისტორიის მქონე ALJ დილერების ქსელს ჩამოაყალიბებს, რომელიც თურქ მომხმარებლებს ადგილობრივ მომსახურებას შესთავაზებს. ასევე იგეგმება თურქეთის მთავარ ქალაქებში BYD-ის რამდენიმე პიონერული სალონის გახსნა, რათა მომხმარებლებმა BYD-ის სრულყოფილი გამოცდილება მიიღონ და უახლეს პროდუქტებსა და ელექტრომობილების ტექნოლოგიის მიღწევებს გაეცნონ.

BYD მთელ მსოფლიოში ბატარეის ტექნოლოგიაში რევოლუციური ინოვაციებით არის ცნობილი და მდგრადი განვითარების ურყევი ერთგულებით გამოირჩევა. სწორედ აქედან იღებს სათავეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ტექნოლოგიურად მოწინავე ელექტრომობილების მოდელური რიგი, რომელიც ოპტიმალური უსაფრთხოების, გარბენისა და წარმადობისთვის შექმნილი რევოლუციური Blade ბატარეით სარგებლობს.

გლობალურად BYD-ის მიერ რეალიზებული ახალი ენერგიის მსუბუქი ავტომობილების რაოდენობა 3,5 მილიონს აჭარბებს, მისი წარმომადგენლობა 6 კონტინენტს, 70-ზე მეტ ქვეყანასა და 400-ზე მეტ ქალაქს მოიცავს, რითაც ნახშირბადის ემისიების 29 მილიონი ტონის ეკვივალენტი დაიზოგა.

Michael Shu-მ, BYD Europe-ისა და საერთაშორისო თანამშრომლობის განყოფილების გენერალურმა მენეჯერმა და მმართველმა დირექტორმა, განაცხადა: „ძალიან გვახარებს, რომ ჩვენს მაღალტექნოლოგიურ ელექტრული მსუბუქი ავტომობილების რიგს თურქეთის მომხმარებლებს ვთავაზობთ. მოხარულნი ვართ, რომ ALJ ჩვენი დისტრიბუტორი ხდება, და ერთად მოუთმენლად ველით, თურქ მომხმარებლებს ელექტრომობილების ინოვაციური ახალი ვარიანტები და ადგილობრივი გაყიდვებისა და გაყიდვის შემდგომი მხარდაჭერის მაღალი დონე შევთავაზოთ ყოვლისმომცველი ხარისხიანი მომსახურების ფარგლებში.“

Ali Haydar Bozkurt-მა, ALJ Turkey-ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, განაცხადა: „მოუთმენლად ველით BYD-ის ელექტრული მოდელური რიგის თურქეთის ბაზარზე წარდგენას, რაც მომხმარებლებს პირველად მისცემს შესაძლებლობას, BYD-ის უახლესი ელექტრომობილების ტექნოლოგია გამოსცადონ. ამას ALJ-ის დამკვიდრებული რეპუტაცია და ადგილობრივი გამოცდილება საავტომობილო დისტრიბუციაში კიდევ უფრო გააძლიერებს. დარწმუნებული ვართ, რომ BYD-ის ელექტრომობილების რიგი თურქეთში ეკოლოგიურად შეგნებულ მომხმარებლებში ფართო მოწონებას დაიმსახურებს.“